ავსტრალიურმა კომპანიამ „მამონტის ხორცისგან“ დამზადებული ფრიკადელი წარადგინა

მამონტის ხორცი

ავსტრალიური კომპანია, რომელიც ხელოვნური ხორცის შექმნის ტექნოლოგიებზე მუშაობს, მომხმარებლის წინაშე უკვე წარსდგა სპეცკერძით. სპეციალისტებმა მამონტის ხორცის ანალოგი შექმნეს.

პროექტის მიზანია უჯრედებისგან გაზრდილი და ცხოველების დახოცვის გარეშე მიღებული ხორცის პოტენციალის დემონსტრირება, ისევე, როგორც დიდი ზომის ცხოველების კვების პროდუქტად გამოყენების ველურ ბუნებასა და კლიმატის ცვლილებაზე გავლენის ჩვენება.

მამონტის ხორცის მისაღებად კომპანიაში ამ გადაშენებული ცხოველის გენომის შესახებ არსებული მონაცემები გამოიყენეს, მის შესავსებად კი მამონტის უახლოესი ცოცხალი ნათესავის - აფრიკული სპილოს გენომს ნაწილები აიღეს. მიღებული დნმ-ი ცხვრის უჯრედში ჩასვეს და ამგვარად მიიღეს უჯრედი ქიმერული გენომით. შემდეგ ეს უჯრედები ბიორეაქტორში გაზარდეს, სანამ ფრიკადელის შესაქმნელად საჭირო რაოდენობა არ მიიღეს.

„ეს ძალიან მარტივი და სწრაფი პროცესი იყო. ყველაფერი ორიოდე კვირაში გავაკეთეთ!“, - განაცხადა პროფესორმა ერნსტ ვოლვეტანგმა, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა. მისივე თქმით, მამონტის ხორცი ჯერ არავის გაუსინჯავს, მათ შორის არც მის შემქმნელებს. „ეს ცილა ათასობით წელი არ გვინახავს, ამიტომ წარმოდგენა არ გვაქვს რა რეაქცია ექნება ამ ხორცის მოხმარებაზე ჩვენს იმუნურ სისტემას“, - დასძინა მან.