1728846029
აშშ-ში ცუგამ 4000 დოლარი შეჭამა
პენსილვანიაში ცუგამ პატრონებს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და $4,000 შეუჭამა. 7 წლის სესილიმ, რომელიც პატრონების თქმით, ჩვეულებრივ კარგად იქცევა, 4000 დოლარის ნაღდი ფული თვალის დახამხამებაში შეჭამა, თუმცა რამდენიმე კუპიურის დაღეჭვა ვეღარ მოასწრო.
"ვფიცავ, ძაღლი არასდროს არაფერს შეხებია და უცებ ჩემი ქმარი მეძახის, რომ სესილიმ $4,000 შეჭამა! ლამის გულის შეტევა დამემართა", — გაიხსენა ცუგას პატრონმა კერიმ და დასძინა, რომ მაშინვე ვეტერინარს დაურეკა.
ვეტერინარმა წყვილი დაამშვიდა, რადგან სესილის ზომის გათვალისწინებით, საშიში არაფერი იყო, თუმცა ძაღლს მეთვალყურეობა მაინც სჭირდებოდა.
სესილიმ ზოგიერთი კუპიურის დაღეჭვა ვერ შეძლო, რომლებზეც კუპიურის სერიული ნომერი ისევ ჩანდა. მონელების შემდეგ კი წყვილმა გადარჩენილი კუპიურები სათითაოდ გაწმინდა და სერიული ნომრებიც აღადგინა. საბოლოოდ, წყვილმა $3550-ის ღირებულების კუპიურების აღდგენა შეძლო. ამ ამბისა და პროცესის შესახებ კი კერიმ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა და მას ბევრი გულშემატკივარიც გამოუჩნდა.
View this post on Instagram