+30 გრადუსამდე დათბება - როდის გამოიდარებს საქართველოში
1744291299
აშშ-ში, ალაბამაში მცხოვრებმა ქალმა დაიბრუნა ბეჭედი, რომელიც 1969 წელს, ტბაში ცურვის დროს დაკარგა. ბეჭედი იმავე ტბასთან მყოფმა წყვილმა თევზაობის დროს იპოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ათწლეულების წინ, ბეჭდები მოსწავლეებს სკოლაში დაურიგეს. მასზე სკოლის დასახელება და ქალის ინიციალები იყო ამოტვიფრული.
ბეჭდის ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ, ქალმა ის ამოიცნო, წყვილმა კი ნივთი მეპატრონეს დაუბრუნა.