აშშ-ში, ენოტი ალკოჰოლის მაღაზიაში შეიპარა, ბოთლები დაამსხვრია, დათვრა და გონება დაკარგა

ენოტი

აშშ-ში, ენოტი ალკოჰოლის მაღაზიაში შეიპარა, ბოთლები დაამსხვრია, დათვრა და გონება დაკარგა.

BBC-ის ცნობით, ვირჯინიაში მდებარე ალკოჰოლის მაღაზიაში ენოტი გამთენიისას შეიპარა, თაროდან ვისკის ბოთლები გადმოყარა, დაქცეული სასმელი კი დალია და გონება დაკარგა. მაღაზიის თანამშრომლებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი სასმლის ქურდი ტუალეტში იპოვეს.

ენოტი ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს, ის მალევე გამოფხიზლდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.