„არც ერთი წუთით მე და ჯარჯი არ დავშორებულვართ, 15 წუთით ვიკინკლავეთ, გავგიჟდი და დავწერე ეს სტატუსი“ - თათია შარანგია

თათია და ჯარჯი

მუსიკოსი და საავტორო გადაცემა „სთორის“ წამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს.

ერთ-ერთი კითხვა, გახმაურებულ სტატუსს ეხებოდა, სადაც თათია შარანგია წერდა, რომ ის ჯარჯი თორაძეს დაშორდა.

„არც ერთი წუთით მე და ჯარჯი არ დავშორებულვართ, მე ვარ ძალიან აფექტური ადამიანი, ჯარჯი ძალიან ემოციური. 15 წუთით ვიკინკლავეთ, გავგიჟდი და დავწერე ეს სტატუსი. მაგრამ მერე უკვე ისეთმა საინტერესო რაღაცეებმა იჩინა თავი, რაზეც გული დამწყდა თანაც გამიხარდა, იმიტომ, რომ ადამიანებმა გამოავლინეს თავიანთი თავი. მე არ მინდოდა, რომ დიდხანს გენერვიულათ და ამიტომ ძალიან მალე წავშალე ეს სტატუსი. მოკლედ, დაშორებულები მართლა არ ვყოფილვართ არცერთი დღე“, – განმარტავს თათია შარანგია.

ასევე დაგაინტერესებთ:

თაღლითებმა მოხუცს ეკლესიის ეზოში 22 000 ევრო დაატოვებინეს - ნახეთ, ვის ხელში აღმოჩნდა თანხა (საბერძნეთი)

ავარია რუსთავის გზაზე - მძღოლი გულის შეტევით გარდაიცვალა

„ვინც აქ არ ცხოვრობს, ვერ მიხვდება რა საშინელებას გავდივართ...“ - ისრაელში მცხოვრები, რომლის მეუღლე ჯარისკაცია