პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ქრონიკის“ კორესპონდენტმა ისრაელში, თელ-ავივში ჩაწერა ქალი, რომლის მეუღლეც ჯარისკაცია და ერთი თვეა უკვე ცოლ-შვილი არ უნახავს.
„ქრონიკასთან“ ინტერვიუში ქალი ჰყვება, რომ ომის დაწყებისას ჩრდილოეთში, ლიბანის საზღვართან მდებარე რეგიონში იმყოფებოდა და ტერიტორიის დატოვება ოჯახთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად მოუწია, რადგან იქ დარჩენა საშიში იყო.
„ურთულესი პერიოდია. ომი რომ დაიწყო, ოჯახთან ვიყავი ჩრდილოეთში და შუა განგაშის დროს მომიწია სახლში დაბრუნება. ძალიან რთულია დაუსრულებელი განგაშის ხმა. იმ საშინელი კადრების ნახვა, რაც 7 ოქტომბერს მოხდა. მთელს ქალაქსა [თელ-ავივში] და ქვეყანაში გლოვაა. ვინც აქ არ ცხოვრობს, ვერ მიხვდება რა საშინელებას გავდივართ“, - ამბობს ქალი.