თაღლითებმა მოხუცს ეკლესიის ეზოში 22 000 ევრო დაატოვებინეს - ნახეთ, ვის ხელში აღმოჩნდა თანხა (საბერძნეთი)

ევრო

საბერძნეთის ქალაქ, ტრიკალაში თაღლითებმა მოხუცისთვის მოტყუებით 22 000 ევროს გამოძალვა სცადეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თაღლითებმა მოხუცს დაურეკეს და უთხრეს, რომ თანხით სავსე ჩანთა ეკლესიის ეზოში დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ვაჟი ციხეში აღმოჩნდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თაღლითების მითითება მოხუცმა ზუსტად შეასრულა და კითხვა არ გასჩენია, მათ არ გაუმართლათ, რადგან ფულით სავსე ჩანთა გამვლელმა ქალმა იპოვა და სახლში წაიღო.

ასევე დაგაინტერესებთ:

დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 1000 და 3000 ლარი იქნება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

დაათვალიერეთ ბინის ფოტოები, რომელიც 7,2 მილიონ დოლარად იყიდებამსოფლიო