„არასდროს რომ არ ჰქონია, იმხელა წვერი აქვს... თვალები ცრემლიანი და ნაღვლიანი“ - მარი ნაკანი ყოფილ მეუღლესთან შეხვედრაზე საუბრობს

მარი ნაკანი და გიორგი

„გვანცას პოდკასტის“ ახალი ეპიზოდის სტუმარია ფოტოგრაფი და ინფლუენსერი მარი ნაკანი. მან გულწრფელად ისაუბრა მენტალურ ჯანმრთელობასთან ბრძოლაზე, ცხოვრების რთულ პერიოდებზე და მეუღლესთან დაშორების მტკივნეულ პროცესზე.

ნაკანმა გაიხსენა ბოლო შეხვედრა გიორგისთან და აღნიშნა, რომ მასში ცვლილება შეამჩნია. მისი თქმით, ეს პერიოდი შესაძლოა შუახნის კრიზისთან იყოს დაკავშირებული:

„ერთი კვირის წინ გიორგიმ მომწერა: „საბერძნეთიდან ჩამოგიტანე რაღაც და საქმიანად შევხვდეთო“. გუშინწინ შემხვდა. არასდროს რომ არ ჰქონია, იმხელა წვერი აქვს. თვალები ცრემლიანი და ნაღვლიანი. ჩემნაირი და ყველა ის ნახევარი, თუ პარტნიორი რაღაცა მომენტში ისე დაარტყამს რომ... ხოლო ქალი, რომელსაც უყვარხარ, გადაგყვება თან. გაძლევს უდიდეს ენერგიას. ყველა ბედნიერი, წარმატებული კაცის უკან დგას ნაზი და გაფურჩქნილი ქალი. გააფუფუნეთ თქვენი ქალები და ნახავთ, როგორი წარმატება მოვა თქვენთან“, – აღნიშნა ნაკანმა.