„არ უარყოთ სიბნელე, უფრო მეტიც...“ - კარინა, რომელიც ნუცასთან დუეტების ტურში დამარცხდა, მიმართვას ავრცელებს

ნუცა

ნუცა ბუზალაძის მიმართ ინტერესი არ წყდება. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ქართველი მომღერალი ამერიკელებს გულებს იპყრობს.

გახსოვთ ალბათ, American Idol-ში დუეტების ტური გაიმართა, სადაც ნუცა ბუზალაძემ კარინა დე ანჯელოსთან ერთად იმღერა.

თუმცა, სიმღერის დაწყებამდე ჟიურის კითხვაზე, თუ როგორ შეეწყვნენ ისინი ერთმანეთს, კარინა დე ანჯელომ ასე უპასუხა:

„აღმოჩნდა, რომ დროის მენეჯმენტთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. მან რეპეტიციას ძილი ამჯობინა".

ამ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხდარი ნუცა ბუზალაძემ თავად ახსნა:

„ეს ჩემს ცხოვრებაში დიდი გამოცდა იყო. ამ ვიდეოს როდესაც ვუყურებ ცრემლები მომდის, თუმცა, ეს ცრემლები არ არის სიხარულის. ეს პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ჩემს გამარჯვებას არ ვზეიმობ. პირიქით, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უნდა ავხსნა მომხდარი.

ასევე ნახეთ 👉  კადრები, რომელიც არ გინახავთ - ნახეთ ჟიურის რეაქცია ნუცას გამოსვლის შემდეგ

პირველ რიგში გეტყვით, რომ კონკურსის წესების მიხედვით, კონკურსანტები ყველა რეპეტიციას უნდა დაესწრონ. არცერთ მათგანს მისი გამოტოვების უფლება არ აქვს. მე არასდროს მეზარება რეპეტიციებზე დასწრება, მაშინაც კი თუ ის დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება და შესრულება ბევრჯერ მიწევს. იმიტომ, რომ ეს საქმე მთელი ჩემი ცხოვრებაა.

თუმცა, დუეტების ტურის შემდეგ, მენტალურად სრულიად გავნადგურდი. ყველანაირად ვცდილობდი ძლიერი დავრჩენილიყავი, თუმცა, ვიდეოში, ალბათ, შენიშნეთ როგორი გაბრაზებული ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი უკან მოვიტოვე, თუმცა, ვიდეოს ნახვის შემდეგ, ყველა შეგრძნება უკან დაბრუნდა და მათთან გამკლავება ძალიან რთულია. მაგრამ სიძლიერე უნდა შევინარჩუნო, რადგან ესაა კონკურსი და არა კონცერტი. ასე თუ არ მოვიქცევი, შორს ვერ წავალ.. ცხოვრება ასეთია.

მინდა ყველამ იცოდეთ - ლოს-ანჯელესში ჩასვლამდე 17 საათიანი ფრენა მომიწია. ჩვენი ოფიციალური რეპეტიციების გარდა, არ ვიცოდი, რომ დამატებითი ვოკალური რეპეტიციებიც გვქონდა. ეს ინფორმაცია გამომრჩა - ჩემი ბრალია.

თუმცა, როდესაც კარინამ დამირეკა, მაშინვე წავედი და შევეცადე, მაქსიმუმი გამეკეთებინა. კარინა თავს კარგად არ გრძნობდა, ამიტომ, რეპეტიცია იმდენჯერ გავიარეთ, რამდენჯერაც მას სურდა. მინდოდა, ეს გამოცდილება ორივესთვის დაუვიწყარი ყოფილიყო.

დუეტების ტურით ორივეს სიამოვნება უნდა მიგვეღო, თუმცა კარინას ქმედებამ ძალიან გამაბრაზა. ის საკმაოდ ნიჭიერია, ძლიერი ვოკალი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კარიერულად ბევრს მიაღწევს. მე მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

ბოლოს კი ვიტყვი - იმედი მაქვს, ჩემს პიროვნებას უკეთესად გაიცნობთ. მიყვარხართ ძალიან და მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის",- დაწერა ნუცამ.

ცნობისთვის, დუეტების ტურში, ნუცა ბუზალაძემ გაიმარჯვა.

ამერიკელი შემსრულებელი, კარინა დეანჯელო, რომელმაც American Idol-ში ნუცა ბუზალაძესთან ერთად იმღერა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„უკვე დაწერილი ამბავი არ იცვლება. სამყარო ნაქსოვია ტრილიონობით სირთულეებისგან, რომლებიც გაერთიანებულია ჩვენი ბედის შესაქმნელად. სიბნელისა და დაკარგვის დროს თავი მაღლა ასწიეთ და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ამბავი არ დასრულებულა. არ უარყოთ სიბნელე, უფრო მეტიც, მიეცით საშუალება, რომ ის ამოძრავებდეს“, - წერს კარინა დეანჯელო.