,,არ მივესალმები უსამართლობას... სიკეთეს გვერდით უნდა დავუდგეთ" - მარკუს მეტრეველი ირაკლი მახარაძეზე

მეტრეველი მახარაძე

მუსიკოსი მარკუს მეტრეველი სოციალურ ქსელში ,,პრაიმ ჰაუსის" მონაწილის, ირაკლი მახარაძის შესახებ წერს:

,,მეგობრებო, მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ მხარი დავუჭიროთ ამ ძალიან მაგარ, სამართლიან და კეთილ ბიჭს! ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ვერძია! ირაკლი არის ძალიან კულტურული და კეთილი ადამიანი. გარდა ამისა, არ მივესალმები უსამართლობას რასაც მის წინააღმდეგ აქვს ადგილი. ადამიანის ჩაგვრას არ აქვს გამართლება. სიკეთეს უნდა გვერდით დავუდგეთ!", - წერს მარკუს მეტრეველი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, ირაკლი პაატასთან და დიმისთან ერთად, მიმდინარე კვირის აუტსაიდერია.