უცნობი ფოტო გარეჯიდან

საზოგადოება 1694691218

ცნობილი მეუფე და პოლიტიკოსი ახალგაზრდობაში – უცნობი ფოტო გარეჯიდან

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც სოზარ სუბარს 2020 წლის 16 ოქტომბერს აქვს გამოქვეყნებული.პოლიტიკოსი ახალგაზრდობის წლებსა და დავით გარეჯასთან დამოკიდებულებას იხსენებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:„მთელი სიმძაფრით მახსენდება, თუ როგორ დაიწყო ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი – პირველი მიტინგები და ბრძოლა დავით-გარეჯის გადასარჩენად. აქ იყო განლაგებული ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი რუსული სამხედრო პოლიგონი, რომელიც ანადგურებდა დავით-გარეჯს – ქართული კულტურის უძვირფასეს ძეგლს.დავიწყეთ ბრძოლა პოლიგონის წინააღმდეგ, თუმცა, ამ ბრძოლის პარალელურად გარეჯი გახდა მიზიდულობის ცენტრი მრავალი ახალგაზრდისთვის.დავით-გარეჯში პირველივე ჩასვლამ წარმოუდგენელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ეს განცდა დღემდე მომყვება. ესაა პერიოდი, როცა ვიწყებდი ეკლესიურ ცხოვრებას, ბევრს ვკითხულობდი რელიგიურ ლიტერატურას, მათ შორის პატერიკებს – ადრეული ქრისტიანული ხანის წმინდანთა ცხოვრებებს. გარეჯმა თითქოს სხვა დროსა და სივრცეში გადამიყვანა – ადრეული ქრისტიანული ხანის პალესტინისა თუ ეგვიპტის უდაბნოებში. მხოლოდ გარეჯზე ვფიქრობდი, გული მხოლოდ იქით მიმიწევდა, როგორც კი შანსი მომეცემოდა, გარეჯში გავრბოდი.და, მოულოდნელად, 1988 წლის დეკემბერში ჩემი მეგობარი, ირაკლი მახარაძე დამადგა თავზე, უკვე როგორც დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი მამა ირაკლი (ამჟამად ალავერდელი მიტროპოლიტი აბბა დავითი) და მითხრა, გარეჯში მედავითნედ წავყოლოდი. მეც წავედი.იმ დღიდან ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. 24 დეკემბერს ეკლესია ეკურთხა. ტაძარს ჯერ არც კარი ჰქონდა, არც ფანჯარა. სუსხიანი ზამთარი იყო, ლოცვის დროს ხშირად ქარი ტაძარს თოვლით ავსებდა. საოცარი დრო იყო და პირადად ჩემთვის, 24 წლის ასაკში, საოცარი გამოცდილება. იქ, სადაც საუკუნეების წინ მოღვაწეობდნენ წმ. მამა დავით გარეჯელი და მისი მოწაფეები, წმ. ილარიონ ქართველი, შაჰ-აბასის მიერ ამოწყვეტილი 6 000 გარეჯელი ბერი, სადაც ბერად აღკვეცილმა მეფემ დემეტრე პირველმა შექმნა ღვთისმშობლის საგალობელი – „შენ ხარ ვენახი“, ხელახლა ეკურთხა მონასტერი და აღდგა ღვთისმსახურება. გარეჯში გატარებულმა ერთმა წელმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება“. – წერს სოზარ სუბარი. ასევე ნახეთ:VIDEO: „სახლში ვართ უკვე და ეს ბევრს ნიშნავს“ -  30 წელი ემიგრაციაში და თავიდან დაწყებული ცხოვრება საქართველოში„ვიღაცა ვიღაცას რომ გაჰყვა ცოლად, ეს არის მათი პირადი საქმე. ამის გარჩევაც კი უზნეობაა,“- ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

პრაიმ ჰაუსი

ტაბლოიდი 1694549738

„პრაიმ ჰაუსელების“ ყოფილ მეუღლეებს „პრაიმ ჰაუსში“ შესვლა სურთ - ცნობილია, მათი ვინაობა

„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონი იწყება - ზუსტად 13 დღეში „რუსთავი 2-ის“ ერთგული მაყურებელი რეალითი შოუს მონაწილეებს გაიცნობს და მათთან ერთად 3 თვეს გაატარებს. დაწყების თარიღი ცნობილია, ახლა ყველას მონაწილეების ვინაობა აინტერესებს.„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ რეალითი შოუში შესვლა „პრაიმ ჰაუსელების“ ყოფილ ცოლებს სურთ - შესაძლოა, ტელე ეკრანზე ნიკოლოზ ქართველის ექს მეუღლე, თაია ჭიჭინაძე და ასევე, დიმიტრი ლიპარტელიანის ყოფილი, ანუკი გურგენიძეც ვიხილოთ.ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ თაიამ პროექტში მონაწილეობის მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დუმილი დაარღვია და ყოფილი ღალატსა და ტყუილში ამხილა.პოსტი, რომელიც მან ფეისბუკში გამოაქვეყნა, საზოგადოებამ სხვადასხვა ინტერპრეტაციით აღიქვა, რასაც მისი მისამართით, დიდი აგრესია მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ სჭირდება ფართო აუდიტორია, სადაც ყველაფერზე გულახდილად ისაუბრებს, ამისთვის „პრაიმ ჰაუსი“ კი შესანიშნავი საშუალებაა.ასევე ნახეთ:ტრაგედია თამაზას ოჯახში - „ისე იცხოვრა ამქვეყნად წყენა არავის ახსოვს მისგან…“VIDEO: „გოგო დამიორსულდა...“ - ირაკლი მახარაძეVIDEO: „ჩემი ისტორიის ნაწილია...“ - როგორია სალომე კაპანაძის ცხოვრება „პრაიმ ჰაუსის“ შემდეგ

დიასა

ტაბლოიდი 1694457639

„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია

ცნობილია, მეოთხე სეზონის დაწყების თარიღი - ზუსტად 13 დღეში „პრაიმ ჰაუსი“ ბრუნდება.ტრადიციულად, გადაცემას გიორგი ნაზღაიძე და მარიამ სანოგო გაუძღვებიან. თანაწამყვანები კი გიორგი დიასამიძე და გურამ შეროზია იქნებიან.ასევე ნახეთ:VIDEO: „ასეთი არავის გინახივართ“ - გიორგი ნაზღაიძე კადრებს აქვეყნებსVIDEO: ქორწილში თეა დარჩიამ შვილთან, მარიამ მათიაშვილთან ერთად იცეკვაVIDEO: „გოგო დამიორსულდა...“ - ირაკლი მახარაძეVIDEO: ცნობილია, რომელ გადაცემაში ვიხილავთ გურამ შეროზიას

გოგა მანია

ჰოროსკოპი 1694420400

VIDEO: „რაც წლებია, არ მომხდარა, ზუსტად ისეთი ამბავი იქნება... “ - ეზოთერიკოსი მიმართვას ავრცელებს

ჩინეთი, იაპონია, ამერიკა - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ეზოთერიკოსი გოგა მანია ვარაუდობს, რომ სტიქიური უბედურებები მოხდება.მან ვიდეო მიმართვა სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა.ვრცლად ⇓ასევე ნახეთ:VIDEO: ქორწილში თეა დარჩიამ შვილთან, მარიამ მათიაშვილთან ერთად იცეკვაVIDEO: „გოგო დამიორსულდა...“ - ირაკლი მახარაძე„უნდა გაგაფრთხილოთ!“ - ვრცელდება ლელა კაკულიას რამდენიმე წინასწარმეტყველება, რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა

მახარაძე

ტაბლოიდი 1694374879

VIDEO: „გოგო დამიორსულდა...“ - ირაკლი მახარაძე

გადაცემა ,,გამომწვევი თამაშების“ სტუმარი „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის გამარჯვებული, ირაკლი მახარაძე იყო.მან მეგობარი  სატელეფონო ზარით „გაპრანკა“.ნახეთ სახალისო დიალოგი ⇓

ლუკა ნაჭყებია

ტაბლოიდი 1694362440

„ ბედნიერი თავგადასავალი იწყება“ - კადრები ლუკა ნაჭყებიასა და ანუკა ჯორბენაძის ქორწილიდან

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუს, "მასტერშეფის" ჟიურის წევრი ლუკა ნაჭყებია, ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო და მალევე შეიყვარა. სულ ცოტა ხნის წინ ლუკა ნაჭყებიამ სოციალურ ქსელში მეგობრებსა და გამომწერებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და დაწერა, რომ დაინიშნა. მისი რჩეული ანუკა ჯორბენაძეა.ამის შესახებ პროდიუსერმა თეონა ჯორბენაძემ დაწერა და წყვილის ფოტოები გამოაქვეყნა: "ნამდვილი სიყვარული ჩვენს ოჯახშიც მოფრენილა და ანუკა და ნუციკო სატრფოებთან გაფრენილან. ასე ერთმანეთის მიყოლებით, ერთ ზაფხულს, ორი ძალიან მაგარი ბიჭი, ლუკა და გიორგი აწ უკვე ჩვენს ძვირფას სიძეებად იწოდებიან. ახალი და ბედნიერი თავგადასავალი იწყება" - დაწერა მან.წყარო: მარაოასევე ნახეთ:VIDEO: ქორწილში თეა დარჩიამ შვილთან, მარიამ მათიაშვილთან ერთად იცეკვაVIDEO: „გოგო დამიორსულდა...“ - ირაკლი მახარაძე11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პრაიმ ჰაუსი

ტაბლოიდი 1694201378

ცნობილია, როდის დაიწყება „პრაიმ ჰაუსი“

„პრაიმ ჰაუსის“ დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. 25 სექტემბერს ცნობილი გახდება, ვინ იქნება მეოთხე სეზონში და როგორ განვითარდება მოვლენები.მანამდე, რეალითი შოუთი დაინტერესებულ პირებს კიდევ ერთი შანსი ეძლევათ - შაბათს 12:00 და 14:00 საათზე ბოლო კასტინგი გაიმართება, სადაც მისვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.საქართველოში რეიტინგების ლიდერ შოუს დაწყებამდე ცნობილია, რომ ერთ-ერთი თანაწამყვანი მესამე სეზონის ფინალისტი, გიორგი დიასამიძე, იგივე დიასა იქნება.ასევე ნახეთ:VIDEO: ,,ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ..." - რას ჰყვება დიასა„ყოველთვის საყვარელი ხედი“ - კარლოტა ნიკოლოზ ბასილაშვილის ფოტოს აქვეყნებს„ყველაფერს ეგუება ადამიანი, მონატრების გარდა“ - რა კადრებს აქვეყნებს კესარია აბრამიძეVIDEO: ირაკლი მახარაძე მიმართვას ავრცელებს

ირაკლი მახარაძე

ტაბლოიდი 1694115133

VIDEO: ირაკლი მახარაძე მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის გამარჯვებული ირაკლი მახარაძე რეალითი შოუს ქასთინგთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.ასევე ნახეთ:7 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია სტუდენტი გახდა - „ჩემი ოჯახის 7 წევრი ისწავლის უნივერსიტეტში“„პროკურორობა მაქვს გადაწყვეტილი“ - წარმატებული ქალის ისტორია, რომელიც სტუდენტი კიდევ ერთხელ გახდაVIDEO: „14 შვილი უნდა გავაჩინოთ, მერია ვაუჩერს იძლევა...“ - შოთა დარბაიძე საცოლეს ეძებს და ძირითად მოთხოვნებს ასახელებსVIDEO: ვრცელდება ნიცა თავაძის ცეკვის აქამდე უცნობი კადრები

ნიკა გოგვაძე

საზოგადოება 1693769498

ცნობილია, რომელ გადაცემას წაიყვანს ნიკა გოგვაძე

„პრაიმ ჰაუსის“ კიდევ ერთ მონაწილეს, ნიკა გოგვაძეს „რუსთავი 2-ის“ ეთერში ტელეწამყვანად ვიხილავთ. აღნიშნული ინფორმაცია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.ასევე ნახეთ:VIDEO: ცნობილია, რომელ გადაცემას წაიყვანს ირაკლი მახარაძე ,,რუსთავი 2-ზე"

შეროზია

faceამბები 1693600228

,,ცეკვა დავდგი ხალხო, მაპატიეთ ჩემი დონდლო გოგმანი, არ ვიცი ჩავსვამ თუ არა კლიპში..." - გურამ შეროზია მეგრულ კლიპზე მუშაობს

,,პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული, ბლოგერი გურამ შეროზია, ახალ კლიპზე მუშაობს. სიახლის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს. როგორც შეროზია წერს, კლიპში მისი პატარა გოგონაც მონაწილეობს. უსაყვარლესი ელენე ყველაზე პატარა მოცეკვავე იქნება.,,ცეკვა დავდგი ხალხო, მაპატიეთ ჩემი დონდლო გოგმანი, არ ვიცი ჩავსვამ თუ არა კლიპში. ეს უუნიჭიერესი ახალგაზრდები - მეგრული კლიპიდან "ჩქიმ". რომელ ქალაქში ხდება აბა მოქმედება? შუაში მოცუცქნული მოცეკვავე იცანით?", - წერს შეროზია სოციალურ ქსელში.ასევე ნახეთ:VIDEO: ,,შენი ცხოვრება ღირს იმად, რომ იცხოვრო..."- Imagine Dragons-ის სოლისტის ემოციური მიმართვა მსმენელსგამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან დაიწყება - რა შემთხვევაში და რამდენით დაჯარიმდებიან მძღოლებიVIDEO: ცნობილია, რომელ გადაცემას წაიყვანს ირაკლი მახარაძე ,,რუსთავი 2-ზე" 

დენ რეინოლდსი

შოუბიზნესი 1693593910

VIDEO: ,,შენი ცხოვრება ღირს იმად, რომ იცხოვრო..."- Imagine Dragons-ის სოლისტის ემოციური მიმართვა მსმენელს

Imagine Dragons-ის ვოკალისტმა დენ რეინოლდსმა გუშინდელ კონცერტზე მისულ მსმენელს საოცარი სიტყვებით მიმართა:„მიზეზი, რატომაც შემიძლია ახლა სცენაზე დგომა და იმის კეთება, რაც მიყვარს, რატომაც აქ ვარ, არიან ადამიანები, ვინც დამეხმარნენ. იცოდე, თუკი ახლა თავს მარტოსულად გრძნობ, დეპრესია გიტევს, გგონია, რომ ცხოვრება აღარ ღირს - არ დამარხო ეს ფიქრები შენში, არ დაიტოვო შენთვის; ესაუბრე ამაზე მეგობრებს, ოჯახს. თუ საშუალება გაქვს, იარე თერაპიაზე. შენი ცხოვრება ღირს იმად, რომ იცხოვრო. გთხოვ, ჩვენთან დარჩი და დამიჯერე - ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, ამას გპირდები. შენ მარტო არ ხარ. კი, შეიძლება ეს ფიქრები ისევ დაბრუნდნენ ხოლმე. ჯერ კიდევ ჩემი ცხოვრების ნაწილია, კვლავ მიწევს დეპრესიასთან ბრძოლა, რადგან ის პერიოდულად ბრუნდება. არ მაქვს კონკრეტული მიზეზი ამისთვის, ვერც ახსნას ვუძებნი, უბრალოდ ეს ფიქრები სულ აქ არიან. მაგრამ გთხოვ, დარჩი ჩემთან, იცოცხლე, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ესაა და ეს. დარჩი ჩვენთან!".ასევე ნახეთ:შთამბეჭდავი კადრები: რა ხდებოდა Imagine Dragons-ის კონცერტზე, რომელსაც ქართველი მსმენელი მოუთმენლად ელოდაVIDEO: „როგორც სახლში ისე ვიგრძენი თავი, ძალიან კეთილი ხალხია აქ“ – დენ რეინოლდსის ემოციური მიმართვაVIDEO: ცნობილია, რომელ გადაცემას წაიყვანს ირაკლი მახარაძე ,,რუსთავი 2-ზე" 

ირაკლი მახარაძე

საზოგადოება 1693591113

VIDEO: ცნობილია, რომელ გადაცემას წაიყვანს ირაკლი მახარაძე ,,რუსთავი 2-ზე"

,,პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის გამარჯვებული ირაკლი მახარაძე ,,რუსთავი2-ის" თანამშრომელი გახდა. ის გადაცემა ,,შუადღეს" გუნდს შეუერთდა. ახალი წამყვანით გადაცემა ეთერში 9 სექტემბერს დაბრუნდება. ნახეთ, ვიდეო:ასევე ნახეთ:მძღოლების საყურადღებოდ! მოძრაობა იზღუდება - ნახეთ დეტალებიVIDEO: თეა დარჩიას ცეკვა მეუღლესთან ერთად - "საოცარი წყვილი"VIDEO: ,,პროფესიით ვარ მრავალფუნქციური..." - გაიცანით, ,,პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობის კიდევ ერთი მსურველი