პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომღერალი სოფია როტარუ უკრაინაში, მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. მომღერლის ოჯახი ომის დაწყებიდან მალევე სკანდალში გაეხვია - ოჯახის წევრებმა ქვეყნის დატოვება სცადეს, თუმცა მესაზღვრეებმა როტარუს შვილი და შვილიშვილი უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე დააკავეს.
უკრაინაში დაბადებული და გაზრდილი როტარუს პოზიცია, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და, მათ შორის, რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საინტერესო იყო, თუმცა მან რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი მხოლოდ ახლა გააკეთა. ფოტოზე კი, რომელიც განცხადებას დაურთო თან, ყვითელი კაბით პოზირებს, მუხლზე კი ყვითელ და ლურჯ ფერებში თავსაბურავი აქვს დაფენილი.
„აქ დავიბადე, გავიზარდე, შევედი სკოლაში. აქ დავიწყე სიმღერა. მშობლიურ ქალაქში გამახსენეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დედამიწასთან კავშირის გრძნობა არ დაკარგო, იგრძნო კავშირი მათთან, ვინც სიცოცხლე გაჩუქა, აღგზარდა და შენს ყველა სიახლეს მხარი დაუჭირა.
იშვიათად ვწერ, მაგრამ დღეს ამისთვის 2 მიზეზი მაქვს. ჩემი იუბილე და ჰუმანიტარული ინიციატივის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელსაც მე მხარს ვუჭერ ომის დაწყების პირველი დღიდან“, - განაცხადა მომღერალმა.
სოფია როტარუმ განაცხადა, რომ წელს იუბილეს არ აღნიშნავს, თუმცა დასძინა, რომ ძალიან ელოდება დამოუკიდებლობის დღეს, რათა რუსეთზე გამარჯვება იზეიმოს.