ლაზარეს შაბათი - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღესასწაულის შესახებ
1775239930
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, იუნ სეოკ-იოლსა და მის მეუღლეს, კიმ კონ-ჰის შეერთებული შტატებისა და კორეის რესპუბლიკის კავშირის 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად უმასპინძლა. ანჯელინა ჯოლის ვაჟი მედოქსი, რომელიც მან 2002 წელს იშვილა, სამხრეთ კორეიდან დაბრუნდა, სადაც სეულის იონსეის უნივერსიტეტში სწავლობდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჟურნალისტების თქმით, ის ბიოქიმიასა და კორეულ ენას სწავლობდა. 2020 წელს, პანდემიის გამო გაკვეთილები ონლაინფორმატზე გადავიდა და მედოქსი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. ანჯელინა ჯოლი მიღებაზე ვინტაჟური „შანელის“ თეთრი კაბით მივიდა. ანჯელინა ჯოლის და მის ყოფილ მეუღლეს, ბრედ პიტს ექვსი შვილი ჰყავთ: ნაშვილები პაქსი, მედოქსი, ზაჰარა და ბიოლოგიური - შაილო, ვივიენი და ნოქსი.