„ამხელა ნეგატივის, ინტრიგების და ბოროტების, აღარც დანახვა შემიძლია, არც მოსმენა...“ - ნინი შერმადინმა „ფეისბუკი“ გააუქმა

მომღერალი

მომღერალმა, ნინი შერმადინმა საკუთარი ფეისბუკ გვერდი გააუქმა, რაც მისი განმარტებით, მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე გამოწვეულმა არასწორმა ინტერპრეტაციებმა განაპირობა.

„ამხელა ნეგატივის, ინტრიგების და ბოროტების, აღარც დანახვა შემიძლია, არც მოსმენა და არც მსხვერპლის შეწირვა საკუთარი თავის.

სამწუხაროდ, ფბ-ზე ჩემი მოღვაწეობა დღეს დამთავრდა.

ფაქტია, ვერც ენას ვაჩერებ, ვერც ხელებს, როცა რამეს არ ვეთანხმები და ჩემ ნათქვამს მერე მრავალ ინტერპრეტაციას აძლევთ, ამიტომ აღარც ნერვებს ავიშლი და არც რა“, – წერს ნინი შერმადინი.

შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ, სოსო პავლიაშვილმა, მიშო სულუხიამ და სხვა ქართველმა მომღერლებმა რუსეთში ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე იმღერეს.

ასევე ნახეთ:

„ნუცა, მიიღეთ ჩემი საყვედური და გამოწვდილი ხელიც...“ - გიორგი კეკელიძე

„როგორც იქნა, მეც გავეხვიე ერთ ნორმალურ სკანდალში...“ - რას წერს მიშო სულუხია მოსკოვში სიმღერაზე

რა გახდა ქართველი მომღერლების მოსკოვში შეკრების მიზეზი

ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს