ამერიკელმა ქალმა უსინათლო ქმრისთვის ქორწილში შეხებით აღსაქმელი კაბა ჩაიცვა

პატარძალი

უსინათლო ქმრისთვის ქორწილში ქალმა შეხებით აღსაქმელი კაბა ჩაიცვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ამერიკელმა კელი ენ ფერარომ ქორწილში  ბამბის ყვავილებითა და მაქმანებით მორთული, შეხებით აღსაქმელი კაბა ჩაეცვა, რათა  მის მომავალ მეუღლეს, ენტონის მისი ჩაცმულობა ეგრძო. 

„მითქვამს კიდეც, რომ ამ სამყაროში ის ჩემი თვალებია. თუმცა, როცა საგანგებოდ ჩაიცვა კაბა, რომელსაც შეხებით ვიგრძნობდი, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ისი შეგრძნება შევძელი. ვიგრძენი, რომ მშვენიერი იყო",- ამბობს ენტონი.