„ნიორს ასე თუ შეჭამთ, ავად არ გახდებით“ - არუნ ხათრის მიმართვა
1778073540
რეილინ პეიჯმა კოლეჯი 74 წლის ასაკში დაასრულა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც ქალი ამბობს, 1969 წელს განათლების მიღების სრული შესაძლებლობა ჰქონდა. ის იუტას შტატში, ბრიგამ იანგის უნივერსიტეტშიც კი მიიღეს. თუმცა, ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და მშობლიურ მხარეში, ჩრდილოეთ მეინში დარჩენა ამჯობინა. მოგვიანებით ოჯახი შექმნა და ცხოვრება შვილებზე ზრუნვას მიუძღვნა.
წლების განმავლობაში, სახლში ბავშვებს უვლიდა, რესტორანს მართავდა, ტყისმჭრელ კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, ბოლოს კი 25 წელი ფოსტაში იმუშავა.
ქალის თქმით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცოდნის მიღების სურვილი არასდროს გამქრალა და სწავლა ყოველთვის მისი ნაწილი იყო.
„ოცნება არასდროს შემიწყვეტია. დიპლომის გადაცემის ცერემონიაზე სცენაზე გასვლა საოცარი შეგრძნება იყო. "იქ ვიდექი და მივხვდი, რომ მივაღწიე იმას, რაც ჩავიფიქრე!",- ამბობს ის.
@lifeoftaygale hey yeah so I’ve been crying about this all morning. im so proud of her. I love her so so much :’) #nevertooold #collegegraduation #collegegraduate #collegegrads #shedidit ♬ Coming Up Roses - Harry Styles