რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1982 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით - 1988 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1992 წელს დაბადებულ რ.ვ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ა.მ.-ს სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზე გაეწია, ხოლო რ.ვ. საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მ.ი. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.