პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკელი ბავშვების 40% ფიქრობს, რომ ჰოთ-დოგი ბოსტნეულია . ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
Sapien Journal-ის ბოლო კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვებს ძალიან უჭირთ იმის დადგენა, თუ საიდან მოდის გარკვეული სახის ხორცპროდუქტები.
მკვლევრებმა 4-დან 7 წლამდე ასაკის 176 ბავშვი გამოიკითხეს, რომლებიც აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის მეტროპოლიტენში ცხოვრობენ. შედგებმა აჩვენა, რომ - ამერიკელი ბავშვების 40%-ს სჯერა, რომ ჰოთ-დოგი მცენარეული წარმოშობისაა, ხოლო 46%-ზე მეტი ფიქრობს, რომ კარტოფილი ფრი ცხოველის სახეობაა. ამასთანავე, ბავშვების 41% ბეკონს ცხოველის ხორცთან ვერ აკავშირებს.