დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
აჩიკო მეფარიძე საუბრობს სკანდალურ ვიდეოზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ სუპერმარკეტში გადაუღეს. ვიდეოს მაშინ ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალი ამბობს, რომ გასაოცარი არაფერი მომხდარა და მსგავსი რამ ყველას დამართია, ან შეიძლება დაემართოს.
„რა მოხდა იმისთანა, ვისაც არ მოსვლია და არ ჰქონია. არავინ წალაპარაკებულა სუპერმარკეტში, ან კიდევ უარესი არ გაუკეთებია?! მე ვარ მარტო? სოციალური ქსელი რომ არ არსებობდეს, კაცი შვილს არ ეცოდინებოდა და არც საინტერესო იქნებოდა, ვიღაცას რომ შეხვედროდი და ეთქვა: - იცი შენ, გუშინ აჩიკო ყოფილა მაღაზიაში და ასე უთქვამს... ეს არ იქნებოდა. ვინაიდან არის სოციალური ქსელი და ამით ვიღაცამ ისარგებლა, მის სინდისზე, მის მხრებზე იყოს, რაც იმ ადამიანმა გააკეთა.
როდესაც არასწორად დაგიანგარიშებენ საწყენია, მით უმეტეს, როცა ცნობილი ხარ, ორმაგად გწყინს. რატომ მატყუებ?! 6 ლარი ცოტა არ არის, ეს არ არის ხურდა. თუმცა, გამართლება არც იმას აქვს.... აღელვებული ვიყავი, ემოციური ადამიანი ვარ. ამის შემდეგ ბოდიში მოვუხადე.“ - განაცხადა მომღერალმა გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“.