ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ მერვედ მოიგო

მესი

„ინტერ მაიამის“ არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა – მერვედ თავის კარიერაში და პირველად 2021 წლის შემდეგ.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა ერლინგ ჰალანდმა (მანჩესტერ სიტი), მესამე – კილიან მბაპემ (პარი სენ-ჟერმენი) და მეოთხე – კევინ დე ბრუინმა (მანჩესტერ სიტი).

გასულ სეზონში არგენტინელმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 32 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ასევე ჩემპიონთა ლიგაზე შვიდ მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი ჰქონდა.

გარდა ამისა, მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მოიგო, ფეხბურთელმა ტურნირზე შვიდი მატჩი სრულად ითამაშა, შვიდი გოლი გაიტანა და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.