VIDEO: „ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი...“- კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე

კვარა

2023 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ოფიციალურ 30-კაციან სიაში საქართველოს ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩია კვარაცხელია მოხვდა.

„ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს აქ მომიწევდა მოსვლა. მე ძალიან მოხარული და მადლობელი ვარ აქ მოხვედრის გამო.

მე პატივს ვცემ ყველა ფეხბურთელს, ჩემთვის სასიამოვნოა აქ მათთან ერთად ყოფნა. იმიტომ, რომ აქ დიდებული ფეხბურთელები არიან. მოხარული ვარ რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ."  - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ ცერემონიის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.

ოქროს ბურთის 67-ე დაჯილდოების ცერემონია პარიზში მიმდინარეობს, სადაც France Football გასული წლის განმავლობაში ფეხბურთის საუკეთესო წარმომადგენლებს გამოავლენს.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „წყვილი წითელ ხალიჩაზე“ - ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ნიცასთან ერთად

ცნობილია, რა მეტსახელი შეარქვა ხვიჩა კვარაცხელიას ოსიმენმა