ალექსანდრა პაიჭაძის პირველი კომენტარი ფოტოზე, რომელმაც კრიტიკა დაიმსახურა - რას ამბობს მოდელი 

aleksandra paichadze

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. აღშფოთებული Instagram გამომწერები ახალბედა დედისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვდნენ. ფოტოში ჩანს, რომ საჭესთან მჯდომი მოდელი შვილს ძუძუთი კვებავს.

კრიტიკას მოგვიანებით თავად ალექსანდრა პაიჭაძემაც უპასუხა. (სტილი დაცულია)

„მიყვარს ყველა კომენტარი, კვირაა ჩაუჯექით. წინასწარ ბოდიში ამდენი ცილისწამებისთვის და ზღაპრებისთვის, ზატო ქალებმა ორთქლი გამოუშვეს

ამის მორიგ ქარცეხლსაც მალე შემოგთავაზებთ.. რო არ დაიღალეთ“,- წერს პაიჭაძე.

ნახეთ: „ჩამოართვით მართვის მოწმობა, თავზე უნდა დაახიონ „პრავა" - ალექსანდრა პაიჭაძე კრიტიკის მორიგ ქარცეცხლში


ამასთან, მოდელი კიდევ ერთ ფოტოს აქვეყნებს და მასზეც „ითხოვს“ კომენტარებს.

„ამაზეც მინდა კომენტარი, შვილს რომ აუზში ჩაუშვებ, უქუდოდ, გაგანია ზამთარში, რა დედა ხარ…მსგავსი

წინა პოსტზე ხომ ჰგონიათ, რომ 200-ით მივფრინავ, თან ვაჭმევ, თან საფენს ვუცვლი, თან heavy metal ვასმენინებ ვიკიკის და დრონი გვიღებს

სპორტი გადაგვარჩენს და ნეგატიური ენერგიის გამოტყორცნა სპორტის დახმარებით“,- წერს პაიჭაძე.