"ახლა, მეტირება 24 საათი... ქმარი მაღიზიანებს" - ნუკი კოშკელიშვილი ემოციურ დღეებს იხსენებს და დუმილს არღვევს

nuki

რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" ჟიურის წერი ნუკი კოშკელიშვილი გიორგი ნაზღაიძესთან პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა. მან პოსტსამშობიარო პერიოდის ის პრობლემები გაიხსენა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა... 

"ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როცა ვიმშობიარე. თავდაჯერებულობა დავკარგე, წესით, მაშინ უნდა ჩავკეტილიყავი, მაგრამ პირიქით - გავიხსენი და ვთქვი: ახლა, მეტირება 24 საათი, ბავშვი წივის და კივის, ორივე მკერდი მტკივა, ჩემი ქმარი მაღიზიანებს...

ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში დავწერე, გავთიშე და ვიფიქრე, დილას ამ პოსტს წავშლი - მეთქი. თუმცა, 2 000 მესიჯი დამხვდა, ქალები მწერდნენ - მეც, მეც, მეც... 

არ ვაპირებ იმის დამალვას, რომ ცხოვრებაში ბევრი ურთიერთობა მქონია, მაგრამ წარუმატებელი. მერე ფილმი ვნახე "რეალური სიყვარული" და გადავწყვიტე, უცხოელი გამეცნო, რომლისთვისაც სუფთა ფურცელი ვიყავი. 

ფილმის ყურების დროს ბენის მესიჯი მივიღე - ხომ არ მოგიყვანო ცოლად?! მე ვკითხე: ხომ არ ჩამოვიდე?! ავიღე ბილეთი და ამერიკაში წავედი. დავმეგობრდით, ერთმანეთი მოგვეწონა და ოჯახი შევქმენით. 

ახლა, ვუყურებ ბენს და ვფიქრობ, რომ როცა ურთიერთობაში ჩავარდნა გვქონდა, ჩემი ჰორმონების პოსტსამშობიარო პერიოდის ბრალი იყო და მან ამიტანა..." - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.