„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
მომღერალი მარიამ ელიაშვილი სოციალურ ქსელში „ჩვენი შოუს“ გადაცემის ჩაწერიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს და მსმენელს სასიამოვნო სიახლეს უზიარებს.
მომღერალი კულისებიდან გადაღებულ კადრებთან ერთად ახალი სიმღერის პრემიერას აანონსებს.
„მალე, კიდევ ერთი ახალი სიმღერის პრემიერა გადაცემაში “ჩვენი შოუ” გია ბაღაშვილთან ერთად. TV იმედზე“, - წერს მარიამ ელიაშვილი.
ცნობისთვის, მარიამ ელიაშვილი თანამედროვე ქართული მუსიკალური სივრცის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი შემსრულებელია. მან ფართო საზოგადოების სიყვარული და აღიარება ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერების განსაკუთრებული, დახვეწილი და ემოციური ინტერპრეტაციით მოიპოვა. მომღერალი ბიზნესმენ გიორგი მჭედლიშვილზეა დაქორწინებული. წყვილს ერთი საერთო შვილი, ერთი წლის საბა ჰყავს.
View this post on Instagram