პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ეს ამბავი ბრიტანულ ოჯახს გადახდა, რასაც ისინი მათ პირად სააღდგომო სასწაულს უწოდებენ. ამიტომ, ყოველი წლის აღდგომა მათთვის სწორედ ამ სასწაულთან ასოცირდება. ამბავი 7 წლის წინ მოხდა.
გამოცემა nypost-ის ცნობით, 2016 წლის აღდგომის დილას, 2 წლის დილან ასკინმა კომიდან სასწაულებრივად გაიღვიძა, ეს მოხდა მეორე დღეს, მას მერე, რაც ის ექიმებმა აპარატიდან მოხსნეს.
,,მე არ ვარ ღრმად მორწმუნე და რელიგიური ადამიანი, თუმცა ვფიქრობ, რაც მოხდა, ნამდვილი სასწაულია“ – ამბობს დილანის დედა, კერი ასკინი.
ბავშვი ფაქტობრივად განწირული იყო, როცა ის ქალაქ დერბის საავადმყოფოში, სუნთქვის პრობლემების გამო მოხვდა.
ექიმებმა მას Langerhans cell histiocytosis (LCH სასუნთქი გზების პრობლემები) დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო მას შემდეგ დამძიმდა, რაც მას პნევმონია დაემართა და კომაში ჩავარდა.
აღდგომის მძიმე კვირის, წითელი პარასკევი იყო, როცა მშობლები შეეგუენ იმ აზრს, რომ შვილს სამუდამოდ უნდა გამომშვიდბებოდნენ.
ექიმებმა ოჯახი დაარწმუნეს, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა და სჯობდა ბიჭი აპარატიდან გამოერთოთ. გამორთვის შემდეგ, მათ ნახეს, რომ ბიჭს გულისცემა ნორმალური იყო.
,,მაშინ ვთქვით, რომ შეუძლებელია! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ! ნელ-ნელა ბიჭის მდგომარეობა უკეთესდებოდა.
აღდგომის დღეს კი თითქმის სტაბილური გახდა. მე დღეს სრულიად დარწმუნებული, ვარ რომ ეს იყო ნამდვილად ჩვენი სააღდგომო სასწაული“, – ჰყვება კერი ასკინი.
ბიჭმა მას მერე, კიდევ ერთი თვე დაჰყო საავადმყოფოში და სახლში სრულიად ჯანმრთელი გაწერეს.