დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ამბავი დიდი ხნის წინ, მაკედონიის დედაქალაქის - სკოპიეს ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში, აღდგომის წინ მომხდარ სასწაულზეა: აღდგომის წინაღამეს ტაძრის კედლებზე არსებულმა ყველა ძველმა, გაცრეცილმა და მტვრით დაფარულმა ფრესკამ და ხატმა თავისით დაიწყო გასუფთავება, ხოლო წმინდანთა გამოსახულებების მოოქრული ნაწილები ღვთაებრივად გაბრწყინდა. წმინდა დიმიტრის ტაძრის მღვდელი, დიმჩო მალინოვი ასე ჰყვებოდა ამ ამბავს: "წმენდა" წინა ღამით, კანკელის შუა წელიდან დაიწყო და მეორე დღესაც გაგრძელდა. ეს ნამდვილი სასწაულია. ეკლესიის მსახური დარწმუნებული იყო, რომ ამას ანგელოზები აკეთებდნენ. მისი თქმით, მოოქრული ნაწილები თავდაპირველად წითლდებოდა, ხოლო შემდეგ ღია ოქროსფერს იღებდა და ბრწყინავდა. წმინდანთა სახეებს ღვთაებრივი ნათელი ედგა. ტაძართან რიგები იდგა, რათა თითოეულს ენახა, მათ თვალწინ ზემოდან ქვემოთ მიმართულებით როგორ იწმინდებოდა ფრესკები და ხატები. ისინი ამტკიცებდნენ, რომ აღდგომის წინა სასწაულის მოწმენი იყვნენ.