2025 წლის 2 ყველაზე რთული თვე, როდესაც შესაძლოა, სხვადასხვა დაბრკოლება და უსიამოვნებები შეგვხვდეს
1737295530
იტალიელი მეღვინე ტულიო მასონი, რომელსაც ვენახები რეჯიო ემილიაში აქვს, მყიდველებს მეუბნება, რომ მის მიერ წარმოებული ღვინო არ უნდა დალიონ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტულიოს ვენახი მე-16 საუკუნის პალაცოს სახურავზე აქვს გაშენებული.
ყოველწლიურად ის მხოლოდ 29 ბოთლ წითელ ღვინოს აწარმოებს. ერთი ბოთლის ფასი კი 5 ათასი ევროა. Via Mari 10-ის პროდუქცია ხელოვნების გალერეაში იყიდება, რადგან თავად მასონი თავის ღვინოს ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევს და ამიტომ ყველას მოუწოდებს, მისი ღვინო შეინახონ და არ დალიონ.
„ჩემი ღვინო არტისტული გამოხატვის ფორმაა, ფილოსოფიური პროვოკაცია, ის, რასაც სასტუმრო ოთახში დადებთ და შემდეგ მეგობრებს მოუყვებით ერთი გიჟის შესახებ, რომელმაც სახურავზე ვენახი გააშენა“, - განმარტავს მასონი.
ტულიო მასონი თავის ქალაქურ ვენახს ადარებს ფრანგი მხატვრის მარსელ დიუშანის „ველოსიპედის ბორბალს“.
"ჩემი ვენახი ასეთია: მოულოდნელია, ტვინს ასტიმულირებს, ახალ აზრებს აფრქვევს... ღვინის ერთადერთი მწარმოებელი ვარ მსოფლიოში, რომელიც ამბობს, რომ მისი ღვინო არ უნდა დალიოთ“, - ამბობს მასონი.