პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბოლო პერიოდში იტალიის მთავრობა იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში დასახლდებიან, სხვადასხვა რაოდენობის თანხას სთავაზობს. რამდენიმე თვის წინ იტალიის მთავრობამ კუნძულ სარდინიაზე დასახლების მსურველებს 15 000 ევრო შესთავაზა, ახლა კი იმ ადამიანებს, რომლებიც ქალაქ პრეზიჩეში დასახლდებიან, ადგილობრივი მერია 30 000 ევროს გადაუხდის. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ქალაქი პრეზიჩე აპულიის რეგიონში მდებარეობს, რომელიც ულამაზესი სანაპიროების გამო ტურისტებისთვის პოპულარული ადგილია. ქალაქი ასევე ცნობილია ისტორიული ნაგებობებით, რომლებიც ბიზანტიური არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს.
30000 ევროს მიიღებს ის, ვინც ქალაქ პრეზიჩეში სახლს შეიძენს და მცხოვრებლად დარეგისტრირდება. გრანტის მიღების მთავარი პირობა ისაა, რომ თანხა შეძენილი საცხოვრებლის ღირებულების მინიმუმ 50%-ის დასაფარად ან უძრავი ქონების განახლებაზე დაიხარჯოს.
მთავრობის ინიციატივის მიზანია, ქალაქ პრეზიჩეში მცხოვრებთა რაოდენობა გაიზარდოს. ცნობისთვის, ამ ეტაპზე ქალაქში 10 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.