"ფრთხილად უნდა იყოს თბილისი და კახეთი..." - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1770321969
აშშ-ში, ვაშინგტონში, სმითსონის ინსტიტუტის ეროვნულ ზოოპარკი, აზიური სპილოს ძუ სპლიყვი დაიბადა - ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს სპლიყვის დაბადების პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას foxnews-ი ავრცელებს.
136 კგ წონისა და 96 სმ სიგრძის სპლიყვი Elephant Trails-ის ვოლიერში დაიბადა. ზოოპარკის თანამშრომლები, მათ შორის ვეტერინარები, მშობიარობას ესწრებოდნენ და ახალშობილის სიცოცხლის პირველ მომენტებს აკვირდებოდნენ.
ზოოპარკის წარმომადგენლებმა დაბადებას იშვიათი და სასიხარულო მოვლენა უწოდეს არა მხოლოდ ეროვნული ზოოპარკისთვის, არამედ მთლიანად აზიური სპილოების პოპულაციის კონსერვაციისთვის.
"თითქმის 25 წლიანი მოლოდინის შემდეგ, აზიური სპილოს ნაშიერის დაბადებამ უდიდესი სიხარული მოგვანიჭა", - განაცხადა ეროვნული ზოოპარკისა და ჯონისა და ადრიენ მარსის სახელობის კონსერვაციული ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ბრენდი სმიტმა.
სპლიყვი 44 წლის სპაიკისა და 12 წლის ნჰი ლინჰის ნაშიერია, სპილოები შეჯვარებისთვის იშვიათი გენების გამო შეირჩნენ. ეს სპაიკის პირველი გადარჩენილი სპლიყვია: მისი წინა ნაშიერები სხვა ზოოპარკებში დაიხოცნენ.