„მინდა, თანხა სხვა მშობლებს გადავცე, ვისაც სჭირდება“ - ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების დედა
1760377654
გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ მომღერალი აჩიკო მეფარიძე უსიამოვნო შემთხვევას იხსენებს. 90-იან წლებში ის გამოსასყიდის სანაცვლოდ გაიტაცეს. გამოკეტილი კი 10 დღის განმავლობაში ჰყავდათ.
„10 დღე გატაცებული ვიყავი, გამოსასყიდის სანაცვლოდ. მაშინ გარდამავალი პერიოდი იყო, კუპონები იყო... არეულია ეგ ჩემს თავში, მაგრამ თუ დოლარში მოვათავსებთ, პატარა თანხა გამოდიოდა. დედაჩემს და ჩემს დას თუ რამე ბეჭდები ჰქონდათ, გაყიდეს. 10 დღე ჩაკეტილი ვიყავი. მამაჩემს სახელი ჰქონდა, ალბათ ამიტომ გამიტაცეს.
ასეთი შეგროვებული თანხით გამომისყიდეს. დაზიანებები არ მოუყენებიათ, მაგრამ 1-2 თვე დამჭირდა, რომ აზრზე მოვსულიყავი.“ - იხსენებს მომღერალი.