1731445216
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ოქტომბერში დავითაშვილმა სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა. ზურიკომ ორჯერ „ანჟეს“ გაუტანა, ხოლო „ოსერის“ წინააღმდეგ ჰეთთრიქი შეასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან ერთად თვის საუკეთესოს წოდებისთვის ბრედლი ბარკოლა (პსჟ) და ლუკას შევალიე („ლილი“) იბრძოდნენ.
UNFPA Football Trophies-ი პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული კავშირის (UNFP) მიერ დაწესებული ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა მოთამაშეებს, რომლებიც თამაშობენ საფრანგეთის ლიგა 1-ში, ლიგა 2-ში და ქალთა ლიგაში
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი ასევე გახდა ოქტომბრის საუკეთესო გოლის ავტორიც. ლიგა 1-მა „ოსერის“ კარში მისი პირველი გოლი გამოარჩია.