„ყველაფერზე მაღლა უნდა ვიდგეთ, ორივე თამაში უნდა ჩატარდეს კარგ ატმოსფეროში და ჩვენი წარმატებით დამთავრდეს“ - ვეტერანი ფეხბურთელი

 ოთარ გაბელია

ერევანში დაგეგმილ დაპირისპირებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების მისამართით ბულინგის მორიგი კამპანია დაიწყო. აქტივისტების ნაწილი სოციალურ ქსელში სტატუსებს წერს და პოლიტიკური ნიშნით, ქართველ ფეხბურთელებს აკრიტიკებს.

ქომაგების და ვეტერანი ფეხბურთელების დიდი ნაწილისთვის ფეხბურთელების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია.

"ბიჭებს უნდა ვაცალოთ თამაში. ზედმეტი დატვირთვა არ სჭირდებათ, იმიტომ, რომ [კავკასიური] დერბია, მეზობლებს ვეთამაშებით. მშვიდობიანად უნდა ჩავიდნენ, ითამაშონ და ჩამოვიდნენ, აქაც მშვიდობიანად უნდა ითამაშონ, ეს არის ჩვენი მიზანი.

ყველაფერზე მაღლა უნდა ვიდგეთ, ორივე თამაში უნდა ჩატარდეს კარგ ატმოსფეროში და ჩვენი წარმატებით უნდა დამთავრდეს," - აცხადებს ვეტერანი ფეხბურთელი, ოთარ გაბელია

"ყველამ ძალიან კარგად ვიცით რამხელა როლს თამაშობს მსოფლიოში სპორტი და განსაკუთრებით, ფეხბურთი. ეს აერთიანებს სხვადასხვა ასაკისა თუ შეხედულებების ადამიანებს. ჩვენ კი დღეს და 23-ში გვაქვს შანსი, რომ ვუგულშემატკივროთ ბიჭებს და ერთად ვისურვოთ, რომ საბოლოო შედეგი სასიამოვნო იყოს ჩვენთვის. ერთმანეთის "დაჭმა" და ბულინგი კარგ შედეგს არ მოიტანს, განსაკუთრებით ბიჭებისთვის. საბოლოო შედეგზე ეს აისახება და ვფიქრობ, რომ ეს არ არის სასურველი, როგორც ქვეყნისთვის, ისე მოთამაშეებისთვის," - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი სანდრო ბრეგაძე.