ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო.
სანდრო ბაზაძე ისტორიაში პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო.
28 წლის ბაზაძემ საწყის ორთაბრძოლაში რუსი ოლეგ პეტროვსკი (15:8) დაამარცხა, შემდეგ კი, უნგრელი ჩანად გემეში (15:10), სამხრეთკორეელი ჯუნჰო კიმი (15:7) და იტალიელი ჯოვანი რეპეტიც (15:10) დაჯაბნა. ნახევარფინალში სანდრომ ფრანგ ბოლად აპიტის 15:10 სძლია. გადამწყვეტი ის მომენტი გამოდგა, როდესაც სანდრომ 5:6-ზე ზედიზედ 6 წარმატებული ჩხვლეტა განახორციელა.
მას აქტივში უკვე ჰქონდა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, ოქრო კი პირველად მოიპოვა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.