„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს
1774460352
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართელოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ისრაელთან 26 მარტს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადებაზე ისაუბრა.
„ერთა ლიგა სექტემბერში იწყება. მანამდე დიდი დროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სრულად არ დავიტვირთებით. ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე არ ვარჯიშობენ – მნიშვნელოვანი მატჩი რომ იყოს, ვათამაშებდით, მაგრამ ახლა მათი ჯანმრთელობით არ გავრისკავთ.
რატომ არის კაპიტანი კვარაცხელია და არა კიტეიშვილი? გადაწყვეტილება ფეხბურთელებთან კონსულტაციის შედეგად მივიღეთ. ახლა ხვიჩამ უნდა ნახოს თავისი გზა, როგორი კაპიტანი იქნება.
ამხანაგურ შეხვედრაში დადებითი შედეგი იქნება, თუ მეტ დისციპლინას და დინამიკას დავინახავთ“.
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს 26 მარტს, თბილისში, ისრაელის წინააღმდეგ „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართავს. ხოლო 29 მარტს ლიეტუვას კაუნასში ესტუმრება.