პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ მორიგი ბრძოლა გამართა. ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე მე-12 მაეგაშირა ოკინოუმი იყო, რომელსაც ექვსი მოგება და ექვსი მარცხი ჰქონდა.
ეს მეტოქეები კარგად იცნობენ ერთმანეთს, რადგან დღევანდელ ბრძოლამდე 21-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – 11-ჯერ ტოჩინოშინმა მოიგო, ათჯერ – ოკინოუმმა.
დაძაბული ბრძოლა ქართველი სუმოისტის გამარჯვებით დასრულდა, ტოჩინოშინმა მეტოქე ეფექტური გდებით (უვატენაგეს ილეთით) დაამარცხა.
დღევანდელი წარმატების მიუხედავად, ტოჩინოშინს კვლავ უარყოფითი ბალანსი აქვს – ხუთი გამარჯვება და რვა მარცხი.