პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის პირველობის ფინალშია! ნიკამ ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის 61-ე ნომერი, ფრანგი არტურ რინდერკნეხი ორ სეტში - 6:4, 6:2 დაამარცხა.
შესაბამისად, ბასილაშვილი ტიტულის დასაცავად იბრძოლებს. მოგეხსენებათ, გასულ წელს ნიკა აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული გახდა და 250 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, ჩემპიონობის შემთხვევაში კი ქართველი ჩოგბურთელი აღნიშნულ ქულებს დაიცავს და სოლიდურ ფულად პრიზსაც მიიღებს.
ფინალამდე, ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ ორ რაუნდში შვედი ელიას იმერი და უნგრელი მარტან ფუჩოვიჩი გამოთიშა ასპარეზობას, ტიტულისთვის ბრძოლაში კი რუს კირილ ხაჩანოვსა და ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.