VIDEO: როგორ მიულოცეს ვარლამ ლიპარტელიანს 34 წლის იუბილე

ვარლამ ლიპარტელიანის იუბილე

ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი 34 წლის გახდა. სპორტსმენს იუბილე ტორტით ბავშვებმა მიულოცეს. ვიდეო სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.

ვარლამ ლიპარტელიანი ქართველ ძიუდოისტ სპორტსმენთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

ალბათ ყველას გახსოვთ ემოციური დღეები 2021 წელს, როცა ვარლამ ლიპარტელიანმა (100) თავისი კარიერის მესამე ოლიმპიადა უმედლოდ დაამთავრა, დღის ბოლოს კი სოციალურ ქსელში კარიერის დასრულების შესახებ განცხადებაც გაავრცელა.

საკუთარი სხეულის „ენა“ ყველაზე კარგად მას ესმის და ასაკიც გასათვალისწინებელი იყო მაშინ ის 32 წლის იყო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ფინალში ნიიაზ ილიასოვთან წაგების გამო დაასრულა კარიერა. არადა, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური სპორტსმენი ნამდვილად იმსახურებდა კარიერის სხვანაირ დასასრულს. ასეც მოხდა, ლიპარტელიანი 2022 წელს ნაკრებში დაბრუნდა.

მისი კარიერა პირველხარისხოვან ტურნირებზე - ოლიმპიადა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი - 17 მედალს მოიცავს: 3 ოქრო, 10 - ვერცხლი, 4 - ბრინჯაო. ამათგან ოლიმპიადაზე 1 ვერცხლი მოდის, მსოფლიოს ჩემპიონატებზე - 3-3 ვერცხლ-ბრინჯაო, ევროპის ჩემპიონატებზე - 3 ოქრო, 6 ვერცხლი და 1 - ბრინჯაო.

ნახეთ საიუბილეო ტორტზე სანთლების ჩაქრობის ვიდეო

✕