VIDEO: რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში ქართველებმა არგენტინა გაანადგურეს - ფოტოები მოედნიდან და ზეიმი გასახდელში

ბიჭები

რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში ქართველებმა არგენტინა გაანადგურეს.

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფის მეორე შეხვედრა არგენტინის ნაკრებთან ჩაატარა და  20:0 გაიმარჯვა.

საქართველო-არგენტინა 20:0

ლელო – ხორბალაძე, ხონელიძე

გარდსახვა – ხუციშვილი (2)

ჯარიმა – ხუციშვილი (2)


თამაში არგენტინელების უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ქართველი მორაგაბეები ძლიერ მეტოქეს კარგად დაუდგნენ და თანდათნ თამაშიც გაათანაბრეს. მე-18 წუთზე ლუკა ხორბალაძემ კარგად ისარგებლა არგენტინელების შეცდომით, ლელოს დადებაც მოახერხა, რომელიც პეტრე ხუციშვილმა ზუსტად გარდასახა და საქართველო 7:0 დაწინაურდა.