კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა

მარგველაშვილი ხაზარაძე

კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა.

ამის შესახებ გორში მიმდინარე საარჩევნო შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

„ამ გაერთიანებას უერთდება სერიოზული მხარდამჭერი, ადამიანი, რომელიც არასდროს წასულა კომპრომისზე, ადამიანი, რომელიც ორივე ხელისუფლების დროს იყო პრაქტიკულად ოპოზიციაში. ადამიანი, რომელიც არის პატრიოტი, უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო შეხვედრაზე.