პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე, სოციალურ ქსელში ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს.
,,ვხვდებოდი, რომ კვარაცხელია, როგორც ფეხბურთელი, უკვე ფეხბურთის საზღვრებს მიღმა იყო, მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ რამდენად.
ნეაპოლში, პირველ რიგში, სწორედ ამის გასაგებად წავედი. არასოდეს მრცხვენოდა იმის აღიარების, რომ რაღაცაში შევცდი, მაგრამ ამჯერად მახარებს კიდეც ეს შეცდომა. თვეების წინ დავწერე, მხოლოდ ფეხბურთის თამაშით ადამიანი გმირი ვერ გახდება-მეთქი.
იმან, რაც ნეაპოლში ვნახე, განვიცადე და ვიგრძენი, საპირისპიროში დამარწმუნა.
ეს ბიჭი უბრალოდ თამაშობს - ოღონდ თამაშობს ლაღად, თავისუფლად და მთელი გულით და ამის გამო თურმე მთელი ქალაქის შთაგონების წყარო, ინსპირაცია და იმედი ხდება.
მისი ხათრით სწავლობენ და სწორად გამოთქვამენ ქართულ სიტყვებს, ცდილობენ გაიცნონ ეს ქვეყანა და მადლიერებას გამოხატავენ.
ესაა ევროპა - გაფასებდეს პროფესიონალიზმის თავისუფლებისა და შრომისმოყვარეობისთვის და მისთვის მხოლოდ ხაჭაპურისა და ხინკლის მკეთებელი ერი არ იყოს.
ჰო, ვცდებოდი. ეს, რა თქმა უნდა, გმირობაა. თუ რაც არის. ბოლოს და ბოლოს, რა საჭიროა ეს აღმატებული სიტყვები.
ეს ფილმი გაგა კაპანაძემ, გიკო დადიანმა და მე გავაკეთეთ.
უყურეთ და შეიყვარეთ", - წერს გორგილაძე სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
ხვიჩა კვარაცხელია ბერი ანდრიას ფონდის კეთილი ნების ელჩი გახდა - "ვთხოვე და..."
,,კვარას" თვალებში ცეცხლი აქვს" - ,,ნაპოლის" ოფიციალური გვერდი ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოს ავრცელებს