რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ „სალერნიტანასთან“ მატჩში

ფეხბურთელი

სერია A-ს 32-ე ტურში"ნაპოლიმ" "სალერნიტანას" უმასპინძლა მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა."პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა თავი საგოლე მოქმედებით ვერ გამოიჩინა, მან მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა "კვარას" თამაში 7.0 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 7.4 ქულა დაუწერა, ორივე პორტალის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე შეხვედრაში პირველი გოლის ავტორი მატიას ოლივერა გახდა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე 
პასით გამოიჩინა.

წყარო: sportall.ge