როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
1784179990
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა ინგლისი დრამატულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა და მუნდიალის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.
დაძაბული და ფიზიკური ორთაბრძოლებით სავსე პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმი აქტიურად არგენტინამ დაიწყო, თუმცა ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს მორგან როჯერსმა საჯარიმოში ენტონი გორდონი მოძებნა, „ბარსელონას“ ახალწვეულმა კი ინგლისი 55-ე წუთზე წინ გაიყვანა.
მატჩის 85-ე წუთზე ლიონელ მესის გადაცემით ანგარიში ენცო ფერნანდესმა გაათანაბრა. არგენტინა ზეწოლას აგრძელდება და 90+2-ე წუთზე, კვლავ მესის გადაცემით, თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა. არგენტინელთა ლეგენდარულ ათიანს მიმდინარე მუნდიალზე ოთხი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტმა ჰკითხა მესის:
- ეგვიტესთან მატჩის შემდეგ თქვით, რომ ღმერთს რაღაც გეგმა ჰქონდა შენთვის. ახლა ფიქრობთ, რომ მას ლეო მესისთვის კიდევ სხვა გეგმა აქვს?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ყველაფრის შემდეგ რაც გამოვიარეთ, ამაზე მეტს ვერაფერს ვითხოვ. ფინალში გასვლაც საოცარია. ღმერთი დიდია. მას ყოველთვის აქვს რაღაც გამზადებული, მაგრამ გულახდილად გეტყვით, მეტს ვერაფერს ვითხოვ. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მომცა როგორც სპორტულ, ისე პირად ცხოვრებაში. რაც შეეხება დანარჩენს - ღვთის ნება იქნება“,- ამბობს მესი.