1744002807
VIDEO: გამარჯვება ჩვენია! - კახა კალაძემ საქართველოს ნაკრებს გამარჯვება გასახდელში მიულოცა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ C4 ჯგუფში საუკეთესო ნაკრებია – პირველი ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთ მაკედონია მეორედაც დაამარცხა. ამჯერად 2:0.
თამაში დასრულების შემდეგ, კახა კალაძემ ქართველ ფეხბურთელებს გასახდელში მიაკითხა და გამარჯვება პირადად მიულოცა.
„გამარჯვება ჩვენია! ვულოცავ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს! ვულოცავ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს!
ვულოცავ მთელ საქართველოს!
2:0 - ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
მადლობა ჩვენს ბიჭებს ამ სიხარულისთვის! წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება!„,- წერს კალაძე.