15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
საქართველოს ნაკრები ოსლოში, „ულევაალის“ სტადიონზე, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში ნორვეგიის ნაკრებს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი რეალური მომენტი მე-14 წუთზე შექმნა – საჯარიმოში კვარაცხელია მეტოქეს კარგად გასცდა და კარშიც დაარტყა, მაგრამ მცველს ბურთი ხელზე მოხვდა – ქართველი ფეხბურთელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა არ გაითვალისწინა, მომენტი არც ვიდეორეფერიმ გადაამოწმა.
არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე საქართველომ ერთი გოლის გატანა შეძლო – ირაკლი აზაროვის პასის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძემ შეუჩერებლად გაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. საბოლოოდ, ნორვეგიამ 2:1 მოიგო.