VIDEO: ,,დროა, ზღაპრის ახალი თავი გადავფურცლოთ! არსად, შორს არ მიდიან არტისტები!" - კომენტატორების ემოციური შეძახილები

კვარა

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში, „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“ 4:1 დაამარცხა. ამ დამაჯერებელი გამარჯვების მთავარი შემოქმედი ქართველი ფეხბურთელი იყო.

კვარამ პენალტი გამოიმუშავა და პიოტრ ზელინსკის გაატანინა, შემდეგ კი 6-თვიანი უგოლო სერია ბრწყინვალე გოლით დაასრულა. 82-ე წუთზე კვარაცხელიამ საგოლე გადაცემაც შეასრულა და ჯოვანი სიმეონეს გაატანინა.

კვარაშოუს დაბრუნებას ემოციური შეძახილებით გამოეხმაურნენ ქართველი კომენტატორებიც:

,,აი ასე, დასრულდა გვალვა და დროა, ზღაპრის ახალი თავი გადავფურცლოთ.

არსად, შორს არ მიდიან არტისტები! მხოლოდ ანტრაქტზე ჩუმდებიან და მერე მთავარ სცენას, რა თქმა უნდა, ისევ უბრუნდებიან!

იღბალმა იცოდა, რომ დღეს მას უნდა გაეტანა და ასე ააფეთქა ,,სტადიო დიეგო არმანდო მარადონა".

ნახეთ ვიდეო: