ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში, „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“ 4:1 დაამარცხა.
ამ დამაჯერებელი გამარჯვების მთავარი შემოქმედი ქართველი ფეხბურთელი იყო.
კვარამ პენალტი გამოიმუშავა და პიოტრ ზელინსკის გაატანინა, შემდეგ კი 6-თვიანი უგოლო სერია ბრწყინვალე გოლით დაასრულა.
82-ე წუთზე კვარაცხელიამ საგოლე გადაცემაც შეასრულა და ჯოვანი სიმეონეს გაატანინა.
ექვსი ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 11 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე დაწინაურდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შეფასება მიიღო. ავტორიტეტულმა ვებგვერდმა (whoscored.com) კვარაცხელიას შოუ 9.8-ით შეაფასა.