„ვალენსიაში“ დაბრუნებული მამარდაშვილი სიხარულის კორიდორში გაატარეს

გიორგი მამარდაშვილი

„ვალენსიას“ ფეხბურთელებმა ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლა მიულოცეს. ფოტოები „ვალენსიას“ სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

მამარდაშვილთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა „ვალენსიას“ ფეხბურთელებმა უკრაინელ ფორვარდს, რომან იარემჩუკსაც მიულოცეს.