ვახტანგ ჭიაბერაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია

ვახტანგ ჭიაბერაშვილი

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტმა ვახტანგ ჭიაბერაშვილმა (-60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან შვეიცარიელი ტიმეო კორი დაამარცხა.

21-იდან 26 ივლისის ჩათვლით ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 15 სახეობის ასპარეზობებში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი 14-18 წლის სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.