გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს
1748856086
„პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი, ფრანგი უსმან დემბელე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
დემბელემ პარიზელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. საჩემპიონო სეზონში მან 15 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. სწორედ მისი პასით ფინალში თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში გაიტანა.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე ასევე „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი დეზირე დუე გახდა. სეზონის მანძილზე მის ანგარიშზე 16 მატჩში 5 გოლი და 3 ასისტია. ფინალში 19 წლის ფრანგმა დუბლი შეასრულა და ერთი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ინტერი“ 5:0 დაამარცხა.