ოპოზიციის ერთიანობა აღმოჩნდა ტყუილი. ყველა პარტიას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აქვს, ამიტომაც არის ის დაპირისპირება, რასაც ვხედავთ - ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე

ოპოზიციის ერთიანობა აღმოჩნდა ტყუილი, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ. მისივე თქმით, ისინი პირველ რიგში ატყებენ საკუთარ ამომრჩეველს, როდესაც ამბობენ, რომ ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

„არჩევნებამდეც, არჩევნების შემდგომაც ყველა პარტიას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გააჩნია, ამიტომაც არის ის დაპირისპირება, რასაც ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე. ისინი პირველ რიგში საკუთარ ამომრჩევლებს ატყუებენ, რომ საქართველოში ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, თუმცა იცით, რომ გახარიას პარტიამ, ასევე „ლელომ“, დაადასტურა, რომ ისინი აპირებენ მონაწილეობის მიღებას თვითმმართველობის არჩევნებში. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციის ნაწილს, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახალს“, ისინი როგორც ჩანს, გარედან დავალებას ელოდებიან, თუმცა მათაც გარკვეული მზადება უკვე დაწყებული აქვთ“, - აცხადებს ბოჟაძე.